
ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთშესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.

პროგრამის ფარგლებში სააგენტო, უზრუნველყოფს კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებიდან გამომდინარე კომერციული ბანკ(ებ)ის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური რისკის გადანაწილებას. კერძოდ, საკრედიტო გარანტია გაიცემა თითოეულ გაცემულ სესხზე, ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი პირი.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში (მიმაგრებულ ფაილში იხილეთ გამონაკლისი სასტუმრო ინდუსტრიის ნაწილში)

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის და არა მხოლოდ:
კონკრეტული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ დანართი - "პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხა"

პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოს მოთხოვნებს, მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში და მისი:

პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება საფინანსო ინსტიტუტების, კომერციული ბანკების ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ.

მიმდინარე
